No posts.
No posts.

ზღვა, მზე და... სიცოცხლე!

1. პროექტის სახელი: ზღვა, მზე და... სიცოცხლე!

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ მზის და ზღვის ფიქიკურ და ქიმიურ შემადგენლობებს, მათ თვისებებს, თავისებურებებს და გამოყენების სხვადასხვა დანიშნულებებს.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სიტყვა „ზღვას“ განიხილავენ, გაშლიან სხვადასვხა კუთხით: ზღვა, როგორც გეოგრაფიული სუბიექტი, როგორც დასასვენებელი ადგილი, როგორც საარსებო გარემო, სატრანსპორტო გარემო და ა.შ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ზღვის წყლის ფიზიკურ თვისებების (სიმკვრივე, კრისტალიზაციის ტემპერატურა, კუთრი სითბოტევადობა) შესწავლაზე. გაავლებენ პარალელს ზღვისა და მტკნარი წყლის ფიზიკურ მახასიათებლებს შორის. გაეცნობიან წყლიდან ამომგდები ძალას (მაგ. რატომაა ზღვაში ცურვა გაცილებით ადვილი, ვიდრე მდინარეში), მოიძიებენ ინფორმაციას გემების ცურვის შესახებ. შეისწავლიან წყალში მექანიკური ტალღების აღძვრას და გავრცელებას. განიხილავენ ბგერის გავრცელებას, სინათლის გავრცელებას და ა.შ.

ზღვა უმზეოდ არაფერია! მზე იმ 200 მილიარდ ვარსკვლავს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს მშობლიურ გალაქტიკას, ირმის ნახტომს ქმნის. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და ნახავენ, რომ მზე სულაც არა არის ის ლამაზი „ცხრათვალა“, მომღიმარი ბურთი, რომელზეც ათასნაირი სიმღერა თუ ლექსი დაწერილა. მზეს განიხილავენ, როგორც სიცოცხლისა და ენერგიის დაუშრეტელ წყაროს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მზის ქიმიური შემადგენლობის, ტემპერატურის, მოცულობის შესახებ. გამოიყენებენ ანალოგიას (მაგ. ნემსის წვერს რომ ქონდეს მზის ტემპეტარურა, ის 100 კმ რადიუსით ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებდა). მოსწავლეები ასევე შეისწავლიან, რომ მზის ბირთვი უწყვეტად ფეთქებადი ბირთვული ბომბის მსგავსია. ის ყოველ წამში 4 მლნ ტონა წყალბადს სითბოდ და სინათლედ გარდაქმნის. გაეცნობიან მზის გვირგვინის არსს, ცეცხლის რკალებს. განსაკუთრებით კი აფეთქებებს და მზის ქარიშხლებს, რომლებიც დედამიწამდე აღწევენ.

აღმოაჩენენ იმ ჰარმონიას, რომელსაც ერთობლივად ქმნიან ზღვა და მზე. სითბო, სინათლე, წყალი, მინერალები, ზღვის პროდუქტები, ფერთა გამა და... გიხაროდენ! – ზღვა, მზე და სიცოცხლე! JJJ

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12–17 წელი (7–11 კლასები)

5. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გააღრმავებენ ცოდნას ზღვის და მზის ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებზე, მათი გამოყენების მრავალფეროვნებებზე. უკეთ გაეცნობიან მათში მიმდინარე პროცესებს.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს. შეაგროვებენ ვიდეომასალას, შეასრულებენ ნახატებს, გააკეთებენ სლაიდშოუს. იფიქრებენ იმაზე, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიიღონ ზღვიდან თუ მზიდან ან, ერთდროულად ორივე ობიექტიდან. მოიფიქრებენ, თუ როგორ გამოიყენონ ისინი როგორც ბუნებრივი რესურსები ადამიანთა საკეთილდღეოდ.

8. სარგებელი სხვებისთვის: სხვები მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას ზღვისა და მზის შესახებ. შეიძლება გაკეთდეს რეკლამა სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისათვის, დასასვენებელი სახლებისათვის.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ხატვა, მედიცინა, ასტრონიმია.

კვლევა ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება. ისტ–ის საშუალებების გამოყენება.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

ქ. თბილისის 167– საჯარო სკოლა

ქ.თბილისის 169–ე საჯარო სკოლა.

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან ქარუმიძე – 123–ე საჯარო სკოლა, ფიზიკის პედაგოგი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: keti.karumidze77@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: წაიკითხეთ

15. პროექტის ვებ–გვერდი www.zgva-da-mze.blogspot.com